მიზანი



ჩემ მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ბლოგი დამეხმარება პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.  საშუალებას მმომცემს, ურთიერთობა მქონდეს ჩემს ,,ვირტუალურ“ მეგობრებთან, წარმატებულ კოლეგებთან...
ჩემი ბლოგის მიზანია გავაზიარო ჩემი გამოცდილება, რომელიც შეეხება დაწყებითი კლასების სწავლების სტრატეგიებსა და ისტის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, რომლებიც  დაგეხმარბათ საინტეესო გახადოთ სწავლების პროცესი, აქ განთავსებული მასალის გამოყენება შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
ეს ბლოგი ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთგვარი საცავიცა... სადაც მინდა გავაზიარო ასევე  სასწავლო პროექტები, ღონისძიებები, სასწავლო რესურსები,  ტესტები, სილაბუსები, თემატური გეგმები, სამოდელო და სტანდარტული გაკვეთილების გეგმები და ა.შ. ...
ბლოგზე წარმოდგენილი რესურსები ინფორმაციას მუდმივად ვაახლებ. 
ჩემთვის საინტერესოა ბლოგის სტუმრების კონსტრუქტიული უკუკავშირი. ასე, რომ  ნუ დაიზარებთ, დატოვოთ თქვენი მოსაზრებები ჩემს აქტივობებზესიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს რეკომენდაციებს.
         პატივისცემით: ქეთევან ტყაბლაძე 

       ,,შენ შემეწიე უფალო, რომ ჩემი გული დედაბოძად შეუდგეს სკოლის შენობას და ჩემი თავდადება მდიდრული სკოლების მოოქროვილ სვეტებზე უფრო ძლიერი საყრდენი ჭეშმარიტი განძი გახდეს ჩემი სკოლისათვის" ჯორჯ ჰოია.

4 comments:

ელისო მაწკეპლაძე said...

ძალიან კარგი გვერდია! წარმატებების ქეთევან!

Unknown said...

საინტერესო აქტივობებს გვიზიარებთ, რასაც მეც გამოვიყენებ. მადლობთ...

გელათის საჯარო სკოლა said...

ყურადღებით დავათვალიერე ეს გვერდი. ძალიან კარგია! ბლოგის დიზაინი, სტრუქტურა ძალიან მიმზიდველია, ვიზუალურად და შინაარსობრივად თვალსაჩინო!

xatuna said...

მომეწონა აქტივობები. კარგი ვერსიებია. გამომადგება სასკოლო პრაქტიკაში. წარმატებებს გისურვებ ქეთი!

Post a Comment